საქართველოს საგარეო უწყებამ არაფერი არ გააკეთა – სალომე სამადაშვილი უკრაინიდან გამოძევებულ ქართველებზე

კიევიდან გატაცებული და უკრაინიდან გამოძევებული ქართველების საქმეში, ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმ ღონისძიებებზე საუბრობენ, რომელიც საგარეო უწყებას უნდა განეხორციელებინა. მათი თქმით, დაუშვებელია დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არჩევდეს. ენმ-ში ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფო არ იცავს თავის მოქალაქეებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც მინიმუმ უნდა საპროტესტო ნოტა გაეგზავნა შესაბამისი უწყებებისთვის უკრაინაში. უნდა გამართულიყო მაღალ დონეზე დემარში, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში უნდა დაებარებინათ უკრაინის ელჩი. სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო უწყებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ხმამაღლა დაეფიქსირებინა, რომ საქართველოს სახელმწიფო იცავს ყველა თავის მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 22-24 ნოემბერს ე.წ საზღვარს კეტავს