ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი კვარაცხელია ბელარუსში საქართველოს ელჩობის კანდიდატად წარადგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატად ვალერი კვარაცხელია წარადგინა. ვალერი კვარაცხელია 2014 – 2017 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. 2004 – 2014 წლებში საქმიანობდა კერძო სექტორში. 1999 – 2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

საგარეო უწყებამ შვეიცარიის კონფედერაციაში, ესპანეთის სამეფოში, ნორვეგიაში, ბელარუსის რესპუბლიკაში, კატარში, არგენტინაში, ინდონეზიაში, ეთიოპიასა და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.

როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტისათვის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშისაია: ნუცუბიძეზე გარდაცვლილის ოჯახს ოფიციალურ ვერსიასთან პრეტენზია არ აქვს
შემდეგი სტატიაამერიკის საელჩოს მოძრავ ბიბლიოთეკასა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი მოეწერა ხელი