საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყის მთავრობას უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე სოფელ ალ-ასრიაში ტერორისტული დაჯგუფება “დაეშის” მიერ ფეხბურთის სტადიონზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 29 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ერაყის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ქართული მხარე შეშფოთებულია აღნიშნული დაჯგუფების მხრიდან მორიგი სისასტიკის გამოვლინებით, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისა და შიშის დანერგვას. მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული თავდასხმა და “დაეშის” სხვა ქმედებები წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს მთელი კაცობრიობის წინაშე. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებისა და ერაყის რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას მიმართულს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და იმედოვნებს, რომ ერაყელი ხალხი შესძლებს გამოწვევების დაძლევას სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ტერაქტი – აფეთქებას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ყრილობის გამართვის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი