საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2017 წლის 8 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გეორგე ლეუკასთან (რეზიდენციით ქ. ბაქო).

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს მ.წ. 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთო მოლოდინებზე და ხაზი გაუსვეს ერთიანი ხედვის შემუშავების მნიშვნელობას.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მოსახლეობას შეხვდა და ჩუღურეთისმაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე ესტონელ კოლეგას შეხვდა