საქართველოს, რუსეთის, ირანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის ენერგეტიკის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა

ენერგეტიკის სამინისტრო აგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

ენერგეტიკის სფეროში 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის თემაზე იმსჯელეს საქართველოს, რუსეთის, ირანისა და სომხეთს წარმომადგენლებმა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა 13 აპრილს ერევანში გაიმართა.

„ერევანში “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.
მემორანდუმი ოთხ ქვეყანას შორის (ირანის ისლამური რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო) ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა.შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ლენოვ ეოლიანი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი.“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე – კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და რეგიონული სადისპეტჩერო ცენტრის შექმნაზე, ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაზე და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

banner
წინა სტატიაშიერევანში აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს კვერცხები და ხურდა ფულები ესროლეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში გასამართლებული მედდა კიდევ 24 მკვლელობაშია ეჭვმიტანილი