საქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული

abashidzeსაქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ საუბარია რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით გადის საქართველოზე.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არის წინადადებები, რომ ჩვენი ტრანზიტი გამოიყენონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტისთვის, მათ შორის საუბარია ნავთობპროდუქტებზეც. ტვირთების გადაზიდვა მოხდება პორტებში, ფოთსა და ბათუმში.

აბაშიძე არ ასახელებს კონკრეტულად რომელი რუსული კომპანიები ინტერესედებიან, თუმცა აცხადებს, რომ პროქეტის განსახორციელებისთვის მზად არის როგორც „საქართველოს რკინიგზა”, ისე პორტები.

აბაშიძის განცხადებით, ეს იქნება ახალი, გაფართოებული ფორმატი. მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

“თუ აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ლოგიკურია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ამ სფეროს ექსპერტი უნდა ესწრებოდეს,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს შედგება.

www.commersant.ge

banner
წინა სტატიაშირუსეთის ბაზარზე დამატებით შესაძლოა ასობით მილიონი ღირებულების ქართული პროდუქცია შევიდეს
შემდეგი სტატიაგაერო ფიფასთან ურთიერთობას გადახედავს