საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება

დავით ფერაძე
დავით ფერაძე

საქართველოს რკინიგზის ახალი ხელმძღვანელი დავით ფერაძე იქნება-ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

განათლებით ეკონომისტი, 36 წლის დავით ფერაძე წარსულში თანაინვესტირების ფონდის შპს „მტკვარი ჰესის” დირექტორი იყო. ასევე მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და ქართუ ჯგუფში.

13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. ფინანსთა მინისტრის პოსტი რკინიგზის ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვალა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მტკიცებით, მასთან შემხებლობაში მყოფი ქართველების სიას უკრაინას თბილისიდან აწვდიან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მზადაა სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალ მთავრობას