საქართველოს რკინიგზასთან მორიგი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს

საქართველოს რკინიგზასთან მორიგი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს

 

რამდენიმე საათის წინ დაპატიმრებული ორი ადამიანი საქართველოს რკინიგზის შენობიდან პოლიციის ავტომობილისკენ მიჰყავდათ, რასაც აქციი მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. მათ პოლიციის ავტომობილის წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სამართალდამცავებს საშუალებას არ აძლევდნენ, ორი დაკავებული ტერიტორიიდან გაეყვანათ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის ავტომობილს გზა გადაუკეტეს, სამართალდამცავებმა აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ამ დროისთვის, საქართველოს რკინიგზის შენობასთან ვითარება სტაბილურია.

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა და განცხადებით მიმართა
შემდეგი სტატიაკიევის აღლუმზე NATO-ს და საქართველოს სამხედროები მონაწილეობდნენ