საქართველოს რკინიგზას SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში. საქართველოს რკინიგზისინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა მსოფლიოში ცნობილი ბრენდისწევრებს შეხვდა. სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება – შეხვედრაზემხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.საქართველოს რკინიგზა უახლოეს მომავალში ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზემიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზისხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირებისთანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვესმიიღონ ტენდერში მონაწილეობა. ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციისპროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიებისდამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე მოთხოვნა ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი პეტრო პოროშენკოს შეხვდა