საქართველოს რეგიონების 32 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება

საქართველოს რეგიონების 32 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იმართება.

არჩევნებში შემდეგი კანდიდატები მონაწილეობენ.

საგარეჯოს #23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); რომან მუჩიაშვილი („ქართული ოცნება“).

გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“).

ლაგოდეხის #26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); გურამ მაჭარაშვილი („ქართული ოცნება“).

თელავის #27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი სესიაშვილი („ქართული ოცნება“).

ახმეტის #28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); გელა სამხარაული („ქართული ოცნება“).

რუსთავის #29 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“); პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“).

რუსთავის #30 მაჟორიტარული ოლქი: დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“); გიორგი ბეგაძე („ქართული ოცნება“).

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი: აკმამედ იმამკულიევი („ნაციონალური მოძრაობა“); თამაზ ნავერიანი („ქართული ოცნება“).

მცხეთის #37 მაჟორიტარული ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი).

კასპის #39 მაჟორიტარული ოლქი: ნუგზარ ნონიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება“).

გორის #41 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“) და იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“).

გორის #42 მაჟორიტარული ოლქი: ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); თენგიზ ხუბულური „(ქართული ოცნება“).

ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი: სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) და ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება).

ახალციხის #44 მაჟორიტარული ოლქი: ვაჟა ჩიტიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); გიორგი კოპაძე („ქართული ოცნება“).

ქუთაისის #47 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი თევდორაძე („ნაციონალური მოძრაობა“); გენადი მარგველაშვილი („ქართული ოცნება“).

ქუთაისის #48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე („ნაციონალური მოძრაობა“); დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“).

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი („ნაციონალური მოძრაობა“); კობა ნარჩემაშვილი („ქართული ოცნება“).

ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“); კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება“).

ზესტაფონის #52 მაჟორიტარული ოლქი: ბეჟან ბუცხრიკიძე („ნაციონალური მოძრაობა“); შალვა კიკნაველიძე („ქართული ოცნება“).

ჭიათურის #56 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ გაფრინდაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“); სულხან მახათაძე („ქართული ოცნება“).

ლანჩხუთი #60 მაჟორიტარული ოლქი: ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“); აკაკი ჩხაიძე („დამოუკიდებელი კანდიდატი“).

ფოთის #61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“) ; ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“).

სენაკის #63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება).

ხობის #64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი ბერაია („ქართული ოცნება“).

ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კონჯარია („ნაციონალური მოძრაობა“); მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“).

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი: სანდრა ელისდაბედ რულოვსი; („ნაციონალური მოძრაობა“) და ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“).

წალენჯიხის #67 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ქარდავა („ნაციონალური მოძრაობა“); გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“).

ბათუმის #68 მაჟორიტარული ოლქი: მირდატ ქამადაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“).

ბათუმის #69 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ლევან ბეჟანიძე („ქართული ოცნება“).

ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ დუმბაძე „(ნაციონალური მოძრაობა“); მუხრან ვახტანგაძე („ქართული ოცნება“).

ქობულეთის #71 მაჟორიტარული ოლქი: ჯანსუღ ჯინჭარაძე („ნაციონალური მოძრაობა“); კობა ნაკაიძე („ქართული ოცნება“).

ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქი: მიხეილ ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) ; ილია ნაკაშიძე („ქართული ოცნება“).

ამასთან, სანდრა რულოვსმა და ირაკლი ალასანიამ გააკეთეს საჯარო განცხადებები, რომ მეორე ტურიდან კანდიდატურებს ხსნიან.

30 ოქტომბერს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 ოქლში იმართება – 32 რეგიონებში, 18- თბილისში.

არჩევნებში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის.

„ქართულ ოცნებას“ 8 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიხედვით, უკვე აქვს 67 მანდატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 27.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია დაღესტანში ასეულობით ადამიანის მოწამვლის მიზეზს ვერ ასახელებს
შემდეგი სტატიასაია კენჭისყრის პროცესს მონიტორინგს 300-მდე უბანზე გაუწევს