საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა- ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს:
“საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ” ნათვქამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ტოვებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: შევარდნაძის სულიერი მემკვიდრეები ხართ