საქართველოს პროკურატურა – მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს

2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. 2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, – ამის შესახებ პირველ არხს ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამჟამად, საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ხარაგაულში, 9 ნოემბერს 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ვლადიმერ ჟირინოვსკი: აფხაზეთი არ აპირებს ვალის დაბრუნებას და იქნება ჩვენს კმაყოფაზე
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა – დედაქალაქის განვითარების საძირკველი უკვე შექმნილია იმისთვის, რომ თბილისი მოწინავე ქალაქი გახდეს ევროპაში