საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

4 საათზე მეტია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ საარჩევნო უბანზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია რა სახის არჩევანი გააკეთა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“მივესალმები ამომრჩევლებს, მოვუწოდებ აქტიურობისკენ. მივიდნენ უბნებზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე უბანზე დააფიქსირა. ამ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ნიკა რურუა უპირისპირდებიან.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები
შემდეგი სტატიანიკა რურუა : ”ემზადებიან ე.წ. კარუსელებისთვის”