საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა არ დანიშნა

პრეზიდენტის უარის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის გამართვის საშუალება აქვს 48 საათის გასვლის შემდეგ, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.

ანა დოლიძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა, რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში ოფიციალურად გატარდა დღეს, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის უარის შემდეგ, უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის გამართვის საშუალება აქვს 48 საათის გასვლის შემდეგ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონსტიტუციის 71-ე მუხლი მოიშველია, რომელშიც ნათქვამია:

„საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად, იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)“.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და რიგგარეშე სხდომა არ დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი, კონსტიტუციური პროექტის დასამტკიცებლად, რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავს