საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში სტუმრობისას, ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა

margvსაქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმში სტუმრობისას, ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ნატო სამხედრო თვალსაზრისით არ არის ის ბერკეტი, რომელიც დაგვაბრუნებინებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და არც ის ბერკეტია, რომელიც უარს გვათქმევინებს ჩვენი რეგიონების არდათმობაზე:

„არსად არავის უთქვამს, რომ სქართველოს უნდა ჰქონდეს მოგვარებული ყველა პრობლემა, რომ ნატო-ს წევრი გახდეს. იყვნენ ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ნატო-ს წევრები და მათი ტერიტორიული მთლიანობა არ იყო უზრუნველყოფილი. საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის მომენტში არ ამბობს უარს ამ ტერიტორიებზე, მაგრამ არც იმას ამბობს, რომ ნატო-ს მეშვეობით ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს დიპლომატიური გზით და ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ამ ორი თემის დაკავშირება ხდება იმიტომ, რომ მოდის არჩევნები და ქვეყანაში ძლიერდება ანტიდასავლური და ანტიევროპული პროპაგანდა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება MAP-ს. პრეზიდენტის თქმით, MAP არ უნდა გახდეს ჩვენი ინტეგრაციისთვის შემაკავებელი საფეხური- „MAP უნდა იყოს ჩვენი ინტეგრაციის დამაჩქარებელი, ხოლო თუ ასე არ იქნება, MAP-ი არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტებთან შეხვედრდრის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა