საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და შემეცნების სიხარულით აღსავსე, წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.

“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ”

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსმა საქართველოს სასწავლო წლის დაწყება ნარმანიას სოფლიდან მიულოცა