საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ახალი ელჩი დანიშნა

გიორგი მარგველაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დანიშნა.

დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა, რომლის თნახმად, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რევაზ ლომინაძე დაინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რევაზ ლომინაძეს შეხვდა და მასთან საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა რევაზ ლომინაძეს წარმატებები უსურვა.

banner
წინა სტატიაშიშეკვეთილში ზღვიდან ტიტას გადმოტანის პროცესს ბიძინა ივანიშვილის ძმა ესწრება
შემდეგი სტატიაყალბი 20-ლარიანები ლიბერთი ბანკის ბანკომატებში