საქართველოს პრეზიდენტმა გენერალ კურტის სკაპაროტთან ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, გენერალ კურტის სკაპაროტს შეხვდა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთისაგან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა, დღეს ოფიციალურად იხსნება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რაც ისტორიული ეპოქალური ეტაპია საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პროცესში, როდესაც საქართველო ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე გადადის.
“ამ პროცესში გვერდით გვიდგანან ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ეს პროგრამა მოიაზრებს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ასევე, არაპირდაპირ ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ჰარმონიზაციის პროცესი ნატო -ს სტადარტებთან კიდევ უფრო სიღრმისეულად”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში ხუთი ცხენი მოიპარეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს