საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრეზიდენტი 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან დღეს პირველ ლედისთან ერთად მივიდა და გასულ წელს, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შარშან ერთსულოვნად ებრძოდა სტიქიას და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელი ტრაგედიის მსხვერპლებს და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს.

ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ ძალიან მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პირველი ლედის განცხადებით, დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა.

„ზუსტად ერთი წლის წინ, მთელი ქალაქი შეძრა ამ ტრაგედიამ. დღეს ის დღეა, როცა ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა და ასევე, სამაგალითოდ აღვნიშნავთ მათ შრომას, ვინც გაჭირვებაში მყოფ საკუთარ თანამემამულეებს დაეხმარა. მათ არასდროს დაივიწყებს საქართველო“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციულმა სააგენტომ ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავა
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე „მრეწველების“ „პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკს გამორიცხავს