საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულთანგან 122 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, 53-ს კი, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა.

ქორიძის განცხადებით, შეწყალებულებს შორის 14 ქალია. აქედან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ორს კი, სასჯელი შეუმცირდა.

მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 1 142 პირის საქმე განიხილა.

რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალების საკითხს, ქორიძის ინფორმაციით, მათ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში მკვლელობა მოხდა – ცოლმა ქმარი ნაჯახით მოკლა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა