საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამოცხადდა. პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.

ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.

ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააგზავნონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com

ჟიურის შემადგენლობა: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი

banner
წინა სტატიაშიბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება
შემდეგი სტატია769 აბი „სუბოქსინი“ – ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს