საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დაინიშნა.

ეკა მიშველაძე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა.

როგორც ეკა მიშველაძემ წარდგენისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ჟურნალისტებთან მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში იქნება.

banner
წინა სტატიაში“პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ნახევარი შეიცვლება“
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, სასამართლოზე ვერანაირ პოლიტიკურ ზეწოლას ვერ განახორციელებს ივანიშვილი”