საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას „ყველაზე საჯარო სახელმწიფო უწყების“ ჯილდო გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოველწლიურ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ყველაზე ღია საჯარო უწყების“ ჯილდო გადასცა.
ღონისძიებაზე ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ზურა მაჭარაძეს გადაეცა.
„ორაგანიზაციას თავის საქმიანობაში ყველაზე ხშირად უხდება სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, საჯარო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი. ყოველწლიურად, უწყებებთან პრაქტიკული ურთიერთობა ჩვენთვის ტოვებს კონკრეტული შეფასების საფუძველს.
წელს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოარჩია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მას გადასცემს სპეციალურ ნომინაციას „ ყველაზე საჯარო სახელმწიფო უწყება“.
ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის, უფლებამოსილებათა კეთილსინდისიერად განხორციელებისა და ინსტიტუციური გამჭვირვალობის სტანდარტის მიმართ, საზოგადოებრივი ნდობის გამო მიიღო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი და ილია მეორის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება
შემდეგი სტატიასერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის