საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს ნაჩქარევი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველი პირი სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს მას შემდეგ გამოსცემს, რაც ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს.

„ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო, თუ როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ჯერ უცნობია. ჩვენ არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ დეპუტატებისგან სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო გამოაქვეყნებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმაჟორიტარული სისტემის გაუქმება – უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა
შემდეგი სტატიამალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა