საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას თურქეთის ეროვნულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავს ულოცავს.

„მინდა გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავი. მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტნიორობის გაღრმავებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, წარმატებას მოგვიტანს ჩვენი ერების ურთიერთსასარგებლოდ.

ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდეჭერისთვის

გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო სექტორ „სადახლოზე“ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაIRI: მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა