საქართველოს პრეზიდენტი სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს პასკუალე ვალენტინს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სან-მარინოს რესპუბლიკის პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და იმ პოტენციალზე იმსჯელეს, რომელიც არსებობს ტურიზმის, კულტურული ურთიერთობებისა და საბანკო სექტორის მიმართულებით.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით იძლევა. მხარეებმა შეხვედრისას ევროკავშირთან თანამშრომლობის და „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის საკითხები და ასევე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიმალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ალ-მურაბითუნმა” აიღო
შემდეგი სტატია,,ხასანას” სასტუმროს მეპატრონეს პატიმრობა შეეფარდა