საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს გმობს და მას ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

“საყურადღებოა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე. და ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობამ, მონაწილეობა მიიღო უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში. ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. პრეზიდენტის აზრით, ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში, ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.პრეზიდენტი გმობს ამ ქმედებას და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს”,- განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშითეიმურაზ ტუღუში: მურუსიძეს სახეზეც არ ვიცნობ, ჩინჩალაძე დღეს პირველად ვნახე
შემდეგი სტატიაპოლოენთმა ყირიმის არჩევნების აღიარებაზე უარი თქვა