საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ყველა პოლიტიკოსის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. „მედიის თავისუფლების ნაწილში თქვენ არა მხოლოდ არჩეული პრეზიდენტის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ ყველა პოლიტიკოსის იმედი უნდა გქონდეთ და სხვათა შორის აქტიურად უნდა მუშაობდეთ ამ იმედის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა მოსწონს თუ არა ის. „თუ თქვენ განცდა გაქვთ, რომ თქვენი უფლებები ილახება, გარწმუნებთ, რომ ქართული სასამართლო მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით იქნება სამართლიანი,“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.

როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობა განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რუმინეთი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის ფარგლებში.

შეხვედრისას ასევე, ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“არსებობს ტენდენცია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურები დაიწყოს”
შემდეგი სტატია“არ გადამრგო” – აქცია ციხისძირიდან ხეების გადარგვის წინააღმდეგ