საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას სახელით ვარშავაში, ბელვედერის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად მეგობრული სადილი გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი მეგობრულ სადილს შვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად დაესწრო.

საგანგებოდ ქართული და პოლონური სიმღერებისაგან შემდგარი საკონცერტო რეპერტუარი პრეზიდენტს პოლონეთის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მაზოვშე” წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ სამსახურში დაიბარეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : არ არსებობს ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხება ილიას ნააზრევში