საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირი მოსახლეობამ უნდა აირჩიოს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხთან დაკავშირებით, განხილვებში მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ უნდა მიიღოს.

“ევროპულ საზოგადოებაში, არსებობს საკონსტიტუციო მოწყობის სხვადასხვა ფორმა. ყველა მათგანი არის ლეგიტიმური, თუმცა ზოგადად, ეს საკითხი, ვთვლით, რომ არის ფართო საზოგადოების განსახილველი. ასევე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ხალხს ეს უფლებაც არ უნდა წაერთვას”, – განაცხადა მიშველაძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განახადა, რომ პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი გადასახედია.

banner
წინა სტატიაშიეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაპარტია “ჩვენი საქართველოს” წევრი გამოცხადებული შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა