საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.
გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, არ დაუშვას ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება
შემდეგი სტატიავენაში ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები შეხვდებიან