საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბარაკ ობამას დაბადების დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში გიორგი მარგველაშვილი მადლობას უხდის ბარაკ ობმას საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

“თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ გულითადად მოგილოცოთ თქვენი იუბილე. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკური, ეკონომიკური დაკულტურული წინსვლის, კეთილდღეობისა და მნიშვნელოვანი განვითარების მოწმე გახდა. მოხარული ვარ, რომ დღესდღეისობით,ჩვენ ვხედავთ ძლიერ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო არენაზე მართებული ადგილი უკავია.ვითვალისწინებ რა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ისტორიული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთოკეთილდღეობისათვის. ვსარგებლობ რა ამ შესაძლებლობით, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი როგორც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა, და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით გამოხატული მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატებისათვის, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, -აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშიტაჯიკეთის პროკურატურა სიკვდილით დასჯის შემოღებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიალეჩხუმისა და სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა კულტურის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს