საქართველოს პრემიერი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოვთქვამს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშილი სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოვთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სანკტ-პეტერბურგში მომხდარის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს კვირიკაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა – 63-ვე სადგური დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიარუსული მედია პეტერბურგის მეტროში მესამე ბომბზეც საუბრობს