საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჯანელიძეს წარადგენს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელიასაქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჯანელიძეს წარადგენს. ამის შესახებ ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას”, – ნათქვამია გიორგი კვირკაშვილის განცხადებაში. როგორც კვირკაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ნდობას გამუცხადებს, მას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საშუალება მიეცემა ყველა სამინისტროსა და მინისტრის საქმიანოაბს დეტალურად გაეცნოს. “პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება”, – ნათქვამია გიორგი კვირკაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური თეა წულუკიანის გადადგომას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე:”ყველა დარჩა, ჰაკიმმა გაიარა”