საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო

ბუქარესტის ჰენრი კოანდას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი კვირიკაშვილს რუმინელი კოლეგა- სორინ გრინდეანუ დახვდა.
შესრულდა საქართველოსა და რუმინეთის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოს დელეგაციისა და რუმინეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიწინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებებია – ნარჩემაშვილი ჩხვირკიას დაკავებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა