საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება

სააგენტო „Reuters“ აღნიშნავს, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს, გახდეს ნატოს წევრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გამოცემა წერს, რომ 2014 წლის ივნისში, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

„Reuters“-თან საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის – ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. იგი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს“, – ამბობს კვირიკაშვილი.

კვირიკაშვილი, აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრიანების ყოველგვარი პერსპექტივა.

banner
წინა სტატიაში“ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებები, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე და დავით ბაქრაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ