საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში გუშინ მომხდარ ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს

kvirkia-fotoსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში გუშინ მომხდარ ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რაც გუშინ ხურჩაში მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა.

„ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მითუმეტეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლეს უმოწყალოდ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად. ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხურჩაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერობაში გვაქვს გარკვეული პროგრესი. მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ მხარი დაუჭირა ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას
შემდეგი სტატიადავით კოღუაშვილმა ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი