საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარების წინაშე, თბილისის დროით 14:00 საათზე წარსდგება და მისი გამოსვლა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავრი თემები საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები იქნება. კვირიკაშვილი ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ საკითხზეც გაამახვილებს ყურადღებას. შემდეგ კი ის ევროპელი და ქართველი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლამდე, გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა იწყება – ადვოკატები პროცესის გადადებას მოითხოვენ