საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიადღეიდან ვირუსული გამოძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აღარ გადაეცემა