“საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალები

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია

„საქართველოს ფოსტიდან” თანამშრომლების გათავისუფლება ზუგდიდის ყოფილ მერს, ირაკლი გოგოხიას უკავშირდება, თუმცა თავად საქმის კურსში არ არის. გოგოხიას მერობიდან წასვლის შემდეგ უფრო პრესტიჟულ პოსტს დაჰპირდნენ, სავარაუდოდ, საუბარი იყო მის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნაზე, მაგრამ პარტიულმა თანამებრძოლებმა დანაპირები, როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულეს. ამიტომაც გოგოხიასა და გუბერნიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, – ამბობს „თაიმერის” სამთავრობო წყარო.

მისივე თქმით, გოგოხიასთან „პირის მოწმენდა” და სიტუაციის გამოსწორება მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას დაევალა. ამ უკანასკნელმა, გადაწყვიტა, მოეშორებინა დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მოლაშხია, რომლებიც უკვე კრიტიკულად გამოდიოდნენ ხელისუფლების მისამართით და სოციალურ ქსელებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ.ყველაზე მთავარი ისინი “დაიცავი საქართველოს” ლიდერის, კახა მიქაიას თანამებრძოლები არიან. ხელისუფლებამ კახა მიქაიას დასჯა გადაწვიტა. მიუხედავად დიდი პოლიტიკური წნეხისა მიქაია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება არ არის. ჩვენ, ყველანი ისევ ვრჩებით ჩვენი იდეალებისა და პოლიტიკური მწამსის ერთგულნი. ჩვენ არ მოვითმენთ ადამინების უფლებების დარღვევას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკურ დისკრიმინაციას და ჩვენ ვიტყვით სიმართლეს!“

წყაროს ინფორმაციით, “საქართველოს ფოსტიდან” გათავისუფლებებიც ქვარაიასა და ჩიკვაიძის ერთობლივ კონსულტაციებზე მიღებული გადაწყვეტილებაა. ასევე, წყარო აღნიშნავს, რომ პარტიულ თანამებრძოლებზე გაბრაზებული გოგოხია მიმდინარე ბატალიების საქმის კურსში არ არის – ის ერთგულებისთვის თავისას ითხოვს.
საბოლოოდ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ იმის გამო, რომ “ფეისბუქზე” არასასურველ პოზიციებს აფიქსირებდნენ ყოფილი თანამებრძოლები, სამსახურიდან დაითხოვა დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მალაშხია.
„სადაც ერთი, იქ სამიო – უთქვამს ჩიკვაიძეს ქვარაიასთვის, ან პირიქით, ქვარაიას ჩიკვაიძისთვის,“ – უყვება წყარო „თაიმერს”.
სავარაუდოდ, გოგოხიას დავით სორდიას ყოფილი პოზიციაზე – სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის ქონების მართვის რეგიონალური ფილიალის კოორდინატორად დანიშნავენ.

banner
წინა სტატიაშილუი სიაობოს ქვრივი: პროტესტის ნიშნად მზად ვარ მოვკვდე
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობდა “ნოვიჩოკის” შექმნაში