„საქართველოს ფოსტა“ პოლიტიკურ პარტიებს ფასდაკლებას სთავაზობს

„საქართველოს ფოსტა“ პოლიტიკურ პარტიებს საფოსტო მომსახურებისთვის განახევებულ ტარიფებს სთავაზობს

როგორც “საქართველოს ფოსტის” ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “საქართველოს ფოსტამ” სპეციალურად დაბალი ტარიფით შესთავაზა ყველა საარჩევნო სუბიექტს.

“წინასაარჩევნოდ ყველა საარჩევნო სუბიექტს განსაკუთრებით სჭირდება საფოსტო მომსახურება, ამისათვის საქართველოს ფოსტამ სპეციალურად დაბალი ტარიფით შესთავაზა ყველა საარჩევნო სუბიექტს იმ გაუმჯობესებული პროდუქტებით მომსახურება, რომელიც დღეს დანერგილია საქართველოს ფოსტაში და არჩევნების საბოლოო გამოცხადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა იმოქმედებს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ის ტარიფები, რომელიც დღეს კომისიაზე იქნა წარმოდგენილი. ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკურ სუბიექტებს დაახლოებით 50%-ით გაიაფებულ ტარიფებს.
წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ სუბიექტებს საფოსტო კომუნიკაცია აქვთ გაცილებით მეტი რაოდენობით ვიდრე ჩვეუბრივი სამუშაო რეჟიმის დროს, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ვოლოდიმირ გროისმანს უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი მიულოცა
შემდეგი სტატიაცესკო-ს გადაწყვეტილებით, „პატრიოტთა ალიანსის“ და „ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო ნომერი უცვლელი დარჩა