საქართველოს პირველმა ლედიმ ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ ლაიფციგში ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა. მაკა ჩიჩუა და ბუნდესტაგის წევრი დოქტორ თომას ფეისტი იმ ჰოსპისს ესტუმრნენ, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს.

პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით, ორგანიზაცია საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის აშენებას გეგმავს. ეს იქნება პირველი დაწესებულება, სადაც უფასო პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონმა ბერნი სანდერსი მორიგ პრაიმერიზზე მცირე სხვაობით დაამარცხა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – სადაც საქართველოს საშინაო ინტერესები და ჩვენი უფლებებია, იქ ენის მოჩლექვა არ შეიძლება