საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სესიაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიას ესწრება.

მამუკა ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის დისკუსიაში. საუბრის თემა ჩინეთთან დაკავშირებული პროექტის სახელწოდებით „სარტყელი და გზის“ დეტალების განხილვა იყო.

დაგეგმილია მამუკა ბახტაძის შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მაღალი რანგის, ასევე სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სირცხვილია, მეგობრებო თუ ყოფილო მეგობრებო, უკიდურესი სირცხვილი
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და დამნაშავეთა დასჯა – პანკისში დღეს აქცია გაიმართება