საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

განცხადებას ავრცელებს

განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ზუგდიდის “ზუგდიდისა” და დრენასის “ფერონიკელის” არაოფიციალური ამხანაგური მატჩის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს. “მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.
ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის”, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ ხვალ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს
შემდეგი სტატიარუსეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა