საქართველოს პარლამენტი არცერთ ისეთ ნორმას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ შეხვედრა საინტერესოდ და პროდუქტიულად შეაფასა და ვენეციის კომისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან განვიხილეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კომისიის ფორმატი, კომისიის შემადგენლობა, ჩვენი სამუშაო გეგმა – განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი ჩვენს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენი ეს განაცხადი რა თქმა უნდა, შესრულებული იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდებატების გამართვის და კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ გვაქვს-ბესელია „გაზპრომის“ თემაზე
შემდეგი სტატია“რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? “- გია ვოლსკი