დაუსვამს თუ არა ალიევი წერტილს საქართველოს ოფიციალური პირების მიერ წამოწყებულ გაუგებარ თამაშს?!

ილჰამ ალიევის

ილჰამ ალიევისდღეს,საქართველოში იწყება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ვიზიტს დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ბევრი პოლიტიკოსი და ეკონომისტი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ბოლო დროს იმდენი ოფიციალური განცხადება თუ ექსპერტთა აზრი მოვისმინეთ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ წამოწყებული სრულიად გაუგებარი თამაშის თაობაზე გაზის ირგვლივ, რომ დადგა დრო, ამ საკითხს საბოლოოდ დაესვას წერტილი. ამას, ეტყობა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გააკეთებს.
Haqqin.az ბევრს წერდა შექმნილ სიტუაციაზე და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქართული მხარე, რამდენსაც არ უნდა ეცადოს, აზერბაიჯანის გაზზე უფრო იაფს ვერ იშოვის. ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო, ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოირჩევა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ყოველნაირად ცდილობს ავნოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.
ქართული მხარის მცდელობა, მოიზიდოს ირანული და დამატებით რუსული გაზი, მისასალმებელია. გაზის წყაროს, მისი მარშრუტების დივერსიფიცირება – ეს ყოველივე თანამედროვედ ჟღერს და კიდევაც ჰგავს სიმართლეს, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ მარტივი ჭეშმარიტება: რამდენიც არ უნდა ეცადოს, ქართული მხარე, აზერბაიჯანულ გაზზე იაფს მაინც ვერ იშოვის. ეს აიხსნება ორი ქვეყნის გეორგაფიული სიახლოვით და აზერბაიჯანული მხარის ტექნიკური შესაძლებლობებით.
მაშ, რატომ ცდილობს ასე ეკონომიკის მინისტრი? ჩვენი აზრით, მის ასეთ აქტივობას შეიძლება განსაზღვრავდეს ორი მიზეზი. პირველი, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, პოლიტიკური ფაქტორია, რომელიც უკავშირდება რუსეთის სურვილს, თავის კონტროლს დაუქვემდებაროს მთელი სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფანი და თავს მოახვიოს რეგიონს ძალთა ახალი გეოპოლიტიკური განლაგება. ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად სახიფათოა ყოველივე ეს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ვინაიდან აქ იკვეთება დიდი სახელმწიფოების ინტერესები და პატარა გადახვევაც კი status quo-დან გამოიწვევს ძნელად სამართავ და გაუთვალისწინებელ მოვლენებს. ამიტომ, ეს ვარიანტი არც თუ რეალურია.
მაგრამ არის მეორე ფაქტორი, რომლის შესახებაც რატომღაც არავინ ლაპარაკობს, თუმცა უფრო რეალურია – თბილისს სურს ბაქოსგან მიიღოს რაღაც დამატებითი დივიდენტები. თავის დროზე, თბილისის ანალოგიური სურვილის გამო მთელი წლით შეჩერდა მთავარი საექსპორტო ნავთობსადენის, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობა. ხოლო როცა შეიქმნა საშიშროება იმისა, რომ კიდევ ერთი წლით გადადებულიყო, ჰეიდარ ალიევი, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი, იძლებული გახდა გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი, რათა დაეთმო ედუარდ შევარდნაძისთვის ნავთობის ტრანზიტიდან აზერბაიჯანის ნაწილის მთელი მოგება. საქართველოსთვის ეს დიდი ფული იყო, აზერბაიჯანმა კი გადაწყვიტა შეევსო დანაკარგი თავისი ნავთობის ექსპორტისგან.

ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში მსოფლიო თვალ–ყურს ადავენებს
ბოლო ორი წელია ანალოგიური განზრახვით მოქმედებს საბერძნეთიც, რომელიც ცდილობს მიიღოს დამატებითი დივიდენტები აზერბაიჯანის მხრიდან, ვინაიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე გადის ევროპისთვის განკუთვნილი გაზის ტრანზიტი. გამოდის, ექსპორტიორებიდან ტრანზიტისათვის დამატებით ფულის გამოძალვა მრავალჯერ ნაცადი ხერხია. სავარაუდოდ, თბილისის ოფიციალურ წრეებში ეცოტავათ ის თანხები და შეღავათები, რომლებსაც აძლევს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR).
გასაგებია, რომ სახელმწიფო კომპანია თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პრეროგატივაა. ხოლო მას შემდეგ რაც გავააანალიზეთ საქართველოს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი ვიზიტები ბაქოში და მოლაპარაკებების ტონი სახელმწიფოს მეთაურთან, შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარეები მივიდნენ ერთ აზრამდე. ილჰამ ალიევის ვიზიტმა საქართველოში უდავოდ უნდა დასვას წერტილი ამ საკითხის გადაწყვეტაში. ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რადგან წინააღმდეგ შემთხევავში ალიევის ვიზიტი საქართველოში არც შედგებოდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია:ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის „სურნელი ასდის
შემდეგი სტატიაკანადის ერთ-ერთი მინისტრი უკრაინელია