“საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება” – ზახაროვა

რუსეთის მორიგი მუქარა . ბრიუსელში გამართულ სამიტს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
დიპლომატიური უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაპირება რუსეთის მიერ გავლებულ ე.წ. წითელ ხაზთან მიახლოება, მარია ზახაროვამ უპასუხა, რომ თუკი ცვლილებები ერთ მხარეს მოხდება, აუცილებლად დადგება შედეგები მეორე მხარესაც.
მისი თქმით, ალიანსი ქმნის კონფრონტაციულ ატმოსფეროს გამოგონილი საბაბით, რომელიც რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო შეკავების კურსს უკავშირდება.
„არაწევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება გავლენას არ მოახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე და რა თქმა უნდა, ამას შედეგებიც მოჰყვება. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, ეს ზოგადად ჩვენს პრინციპული პოზიციაა. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით.
რაც შეეხება ნატოს სამიტს, ალიანსი ქმნის კონფრონტაციულ ატმოსფეროს და ამის განუყოფელი ნაწილი არის, გამოგონილი საბაბით, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო შეკავების კურსი. იგივე მიზეზით აიხსნება ნატო-ს მექანიკური გაფართოებისკენ მისწრაფება, რაც ევროპაში დაძაბულობას ზრდის,”-აცხადებს ზახაროვა

banner
წინა სტატიაშიხანძარი დიდუბეში – ცეცხლი საბურავებს გაუჩნდა
შემდეგი სტატიაშსს-ს ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია