“საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხო ზონის გაფართოებას უზრუნველყოფს”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია.

ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ნება მომეცით, ყურადღება გავამახვილო უსაფრთხოების საკითხებზე, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდადაა დამოკიდებული მშვიდობასა და სტაბილურობაზე. უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი ურთიერთობები NATO-ს მოკავშირე სახელმწიფოებთან შესანიშნავია.

საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი, რომელიც სრულად ასახავს მოსახლეობის ნებას, შეუქცევადია. ესაა ყველასათვის უსაფრთხო მომავლის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
სამწუხაროდ, საქართველოს სწრაფვა, შეუერთდეს ევროპული ერების დემოკრატიულ ოჯახს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ არასწორად აღიქმება მის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ.
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყოფს ევროპაში უსაფრთხო და სტაბილური ზონის გაფართოებას. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, სტაბილური რეგიონი ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, საქართველო შესანიშნავ ქვეყნად ვაქციოთ
შემდეგი სტატიაგოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი მანქანით დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება