რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც ქართველთა გამარჯვებით 84-90 დასრულდა.
ჩვენს ნაკრებს მინიმუმ 3 ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა ჯგუფში პირველი ადგილით გასულიყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და ასეც მოხდა.
ილიას ზუროსის გუნდიდან ქულების მიხედვით გამორჩეული დიქსონი იყო, რომელმაც 31 ქულას მოუყარა თავი. ყველაზე სასარგებლო მოთამაშე ზაზა ფაჩულია გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.