(video) თამარ ხაჭაპურიძე საქართველოს მთავარ პროკურორს კორუფციაში სდებს ბრალს

ხხასოციაცია „მომავლის იმედი“-ს თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე ჩვილების საქმესთან დაკავშირებით სქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს და შემდეგ სახის განცხადებას ავრცელებს:

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შევიდა დამნაშავეებთან, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს საქართველოდან ყალბი საბუთებით ჩვილი ბავშვების გაყვანას და მათ გადაცემას სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე უცხოელ მამაკაცებზე.
მთავარი პროკურორის კორუმპირებულობაზე ეჭვის საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები:
1. ი.შოთაძემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მომიხსნა მის მიერვე დანიშნული დაცვა, რომელიც წესით დამნაშავეთათვის ბრალის წარდგენამდე მაინც უნდა მყოლოდა, როგორც მნიშვნელოვან მოწმეს. დაცვა შედგებოდა 6 კაციანი ჯგუფისგან, შეიარაღებით და ავტომანქანით. გაუგებარია, რატომ დახარჯა შოთაძემ 4 თვის განმავლობაში ათასობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩემი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, თუ ბოლოს მაინც საფრთხის წინაშე უნდა დავეტოვებინე?
2. ვერც ი.შოთაძე, ვერც მისი მოადგილეები და ვერც საქმის პროკურორი ვერ მისახელებენ რა მტკიცებულება აკლია ჩვილების საქმეს, რომელიც 3 წელია აღძრული და გამოძიებულია. მათ პირადად ჰქონდათ ჩემთან შეხვედრები.
3. ი.შოთაძემ, რამოდენიმე თვის წინ, მთავარ დამნაშავეს ქვეყნიდან გაქცევის საშუალება მისცა, თუმცა, ალბათ, მალე უკან მშვიდობიანად დაბრუნების საშუალებასაც მისცემს.
4. როგორც წესი, ი.შოთაძე მილიონერ დამნაშავეებს არ აპატიმრებს, როგორც ჩანს მისთვის ისინი გარეთ მყოფები უფრო სასარგებლონი არიან.

ბატონო ირაკლი, 2015 წ. 26 ნოემბერს, პარლამენტში თქვენი კანდიდატურის განხილვისას, აკი გითხარით, არც აქამდე გაგიკეთებათ რამე და არც მთავარი პროკურორობის დროს არაფერს არ გააკეთებთ-მეთქი.
არც ამ სტატუსს ვაქვეყნებ პროკურატურის გამოსწორებაზე ილუზიებით, უბრალოდ, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.
აღვნიშნავ იმასაც, რომ დაცვის პროგრამიდან მოწმის მოხსნის ერთი მარტივი და უკანონო მეთოდი აქვს შოთაძის პროკურატურას: ერთ „მშვენიერ“ დღეს ისეთ პირობას გიყენებენ, რომლის გამოც დაცვაზე თავად იტყვი უარს. მე წამომიყენეს ულტიმატუმი: თბილისის ფარგლებს გარეთ გასვლა სახიფათოა და ან ქალაქგარეთ სახლში აღარ უნდა იარო ან დაცვას მოგიხსნითო. მივხვდი, რომ დაცვის მოხსნის მიზეზს დაეძებდნენ და მათ გამოსაცდელად დროებით ამ პირობასაც დავთანხმდი, მიუხედავად ამისა იმ დღესვე მომიხსნეს დაცვა და მოხსნის მიზეზი დღესაც არ ვიცი.
ვაცხადებ, რომ ირაკლი შოთაძეს ყველა მტკიცებულება გააჩნია ჩვილების საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მას არ სურს ბრალი წაუყენოს დამნაშავეებს.
ჩვილების საქმის დეტალებზე ვიდეომასალა იხილეთ Youtube-ზე სათაურით: „ირაკლი შოთაძემ შეცდომა აღიარა“ – წერს თამარ ხაჭაპურიძე.

banner
წინა სტატიაში(video)უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
შემდეგი სტატიადაკარგული მეზღვაურები სიტყვა “help”-ით იპოვეს